წულუკიანის თქმით, პროკურატურა ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს.
"ეს გადაწყვეტილება არის ცინცხალი, ჯერ არ არის ოფიციალურად გამოცემული, რომ მოტივაციას გავეცნო, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ არის უარი. ძალიან ვწუხვარ, რომ ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორიც იყო, ერთი მხრივ, კეზერაშვილის ძვირად ღირებული ადვოკატი და მეორე მხრივ, ფრანგი პროკურორი, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვირადღირებულ ადვოკატს ღირსეული და სათანადო კონკერენცია ვერ გაუწია. ფრანგ პროკურორს ქართველი სამართალდამცველების სახელით ევალდებოდა, დაეცვა ჩვენი ინტერესი. ეს ასე ვერ მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზარაშვილი რაიმეში გაამართლა", - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, საქართველოში კეზერაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი უცვლელი რჩება.
"საქართველოში მის წინააღმდეგ ბრალია წაყენებული და ასეც დარჩება. უბრალოდ, მე ვწუხვარ, რომ კეზერაშვილს არ მიეცემა საშუალება, ჩამოსულიყო და აქ გაებათილებინა მის წინააღმდეგ ქართველი პროკურორების მიერ წაყენებული ბრალდებები. ყოველშემთხვევაში, ამით ჩვენი სამუშაო ამოწურული არ არის. მე ვიცი, რომ პროკურატურა აგრძელებს და გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ დღეს თუ არა ხვალ ბატონი იქნას ჩამობრძანებული ქვეყანაში, იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას",- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






