საქალაქო სასამართლო ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 16:37, 27 Feb, 2014     2158

„ნიუპოსტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2014 წლის 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის მიმართ.

ივანე მერაბიშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ივანე მერაბიშვილმა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გასცა უკანონო ბრძანება 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიტინგის ვადის გასვლის შემდეგ, მომიტინგეთა მასობრივი დაკავებისა და ამ მიზნით რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი ქუჩების წინასწარ ჩაკეტვის შესახებ; ასევე, ძალის გამოყენების გაფრთხილების შემდეგ, მომიტინგეთათვის საჭირო დროის მიცემის გარეშე, მიტინგის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მონაწილეთა დაშლის თაობაზე. მიუხედავად ობიექტური საჭიროების არარსებობისა, ივანე მერაბიშვილის მითითებით, მიტინგის მონაწილეთა მიმართ ,,პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ გამოყენებული იქნა სხვადასხვა სპეციალური საშუალებები: წყალსატყორცნი, ცრემსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების სპეციალური აკუსტიკური მოწყობილობა, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. ამასთან რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი ქუჩების ჩაკეტვის გამო, მომიტინგეებს შეგნებულად არ მიეცათ ტერიტორიის დატოვების საშუალება.

საქმის არსებითი განხილვისას ივანე მერაბიშვილმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ აქციის დაშლა განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული და აპრობირებული მეთოდით

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 22 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 74 და დაცვის 9 მოწმე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში; ივანე მერაბიშვილს სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით 4(ოთხი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მასვე 1(ერთი) წლის 1(ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

განაჩენი ივანე მერაბიშვილის მიმართ შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლისსამართლის საქმეთა პალატაში,“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42