შსს-ში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სამართალი - 13:35, 27 Feb, 2014     602

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიას (IOM) შორის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმი მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ტრეფიკინგის საკითხებში გადამზადებას და მათი უნარ-ჩვევების გამტკიცებას ემსახურება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის (IOM) ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ.

მემორანდუმის საფუძველზე, აჭარის რეგიონში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პროკურორებისა და შსს-ს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი (Task Force ) შეიქმნება, რომელთა სპეცმომზადებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) უზრუნველყოფს.

სპეციალური ჯგუფი რეგიონში ტრეფიკინგის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას, პრევენციასა და დახვეწილ, თანამედროვე სამართალწარმოებას შეუწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42