უმაღლესი რადას სპიკერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა პლენარული სხდომა გახსნა.
რადას სისტემაში 364 სახალხო დეპუტატი დარეგისტრირდა.
ტურჩინოვმა სხდომა ყირიმის სიტუაციის განხილვით დაიწყო. მან ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა მოქალაქეთა დასაცავად. მან ასევე მოუწოდა უკრაინელებს არ აჰყვნენ პანიკას და სიმშვიდე შეინარჩუნონ.
გარდა ამისა, ტურჩინოვმა ცალკე მიმართა რუს ჩინოსანებსა და სამხედროებს.

„მე ვთხოვ რუსეთს არ გასცდეს ყირიმში შავი ზღვის ფლოტის საბაზო პირობებს. მივმართავ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობას: ყველა სამხედრო უნდა იმყოფებოდეს ტერიტორიის საზღვრებში, რომელიც შეთანხმებითაა განსაზღვრული. შეიარაღებული სამხედროების ნებისმიერი გადაადგილება ჩვენიმხრივ შეფასებული იქნება როგორც სამხედრო აგრესია“, - დააზუსტა სპიკერმა.
მასალის გამოყენების პირობები






