ყირიმში პარლამენტს და მთვრობას რუსულენოვანი მოსახლეობა აკონტროლებს
მსოფლიო - 12:04, 27 Feb, 2014     2140

ყირიმის პარლამენტისა და მთვრობის შენობებს, რომელთა აღების შესახებაც ცნობილი 27 თებერვალს დილით გახდა, „ყირიმის რუსულენოვანი მოსახლეობის თავდაცვის წარმომადგენლები“ აკონტროლებენ. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ და „რია ნოვოსტი“ იტყობინებიან.

მთელი ნახევარკუნძულის მასშტაბით იქმნება რუსულენოვანი მოსახლეობის დანაყოფები, რომლებიც სიმფეროპოლში მიემართებიან.

უკრაინის შსს-ს დროებითმა მეთაურმა არსენ ავაკოვმა, რომელმაც პოსტი ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიკავა, განაცხადა, რომ შენობების ამღებები ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით არიან შეიარაღებული. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით განგაში გამოცხადდა შინაგან ჯარებსა და მილიციაში. „პროვოკატორები მოქმედებენ. ახლა ცივი გონების, საღი აზრის კონსოლიდაციისა და ზუსტი მოქმედების დროა“, - განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

პარლამენტისა და მთავრობის შენობებზე რუსეთის დროშებია აღმართული.

პარლამენტის შესასვლელთან ბარიკადია აგებული. ქალაქის ცენტრი გადაკეტილია.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ქალაქისაკენ ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა მიემართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42