შსს-მ ტოტალიზატორის "მაზავშიკების" ჯგუფი დააკავა
სამართალი - 11:59, 27 Feb, 2014     1223

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი თვის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ე.წ „მაზავშიკები“: ვასილ ლ, მამუკა კ, ბუბა ბ, ნუგზარ დ, გიორგი ჯ, გრიგოლ ლ. და ლუკა მ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა საშუალებით, სპორტული თამაშების შედეგებთან დაკავშირებით უკანონო ფსონებს იღებდნენ. მოთამაშეები წაგებული თანხის გადასახდელად და სოლიდური თანხების შესაგროვებლად სხვადასხვა სახის დანაშაულს, კერძოდ, ქურდობას, ძარცვას და ყაჩაღობას სჩადიოდნენ, რაც სამართალდამცავმა ორგანოებმა არაერთხელ აღკვეთეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოთამაშეები წაგებული ფულის სანაცვლოდ გადასცემდნენ ან ალომბარდებდნენ უძრავ-მოძრავ ქონებას ბინებისა და ავტომანქანების სახით. წაგებული ფულის დაგვიანების შემთხვევაში, მოთამაშეებსა და ბრალდებულებს შორის იმართებოდა სისხლიანი გარჩევები, ხოლო რიგ შემთხვევაში, ეს გარჩევები თვითმკვლელობით მთავრდებოდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ლ, მამუკა კ. და ბუბა ბ. წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი.

გამოძიება რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42