სასამართლო გიორგი ონიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 18:01, 26 Feb, 2014     1400

„ნიუპოსტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2014 წლის 26 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი ონიანის მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო - 20 ათასი ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან.

გიორგი ონიანს ბრალად ედება განზრახ უკანონო დაკავების ორგანიზება, ასევე მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფო ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მასვე, ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ არგუმენტად ბრალდების მხარემ დაასახელა გ. ონიანის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე; წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ გ. ონიანისთვის ბრალდებულის სტატუსის განსაზღვრამდე, მასსა და მოწმეებს შორის, რომლებიც გ. ონიანის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იმყოფებოდნენ მის უშუალო დაქვემდებარებაში, შედგა გარკვეული სახის კომუნიკაცია, თუმცა ეს გარემოება სასამართლოს აზრით არ წარმოადგენს ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საკმარის საფუძველს.

ასევე, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ: ბრალდებულს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი, ამასთანავე გამოძიების პროცესში მას თავი არ აურიდებია სამართალდამცავ ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებისათვის.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულ გ. ონიანის მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2014 წლის 15 აპრილს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მიმართ გამოხატული აშკარა და უხეში უპატივცემულობისათვის, ადკვოკატი რომეო საჯაია სასამართლოს მიერ დაჯარიმდა 50 ლარით,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42