ვანო მერაბიშვილის განაჩენი ხვალ 15:00 საათზე გამოცხადდება
26 მაისის საქმეზე, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიმართ განაჩენი ხვალ, 15:00 საათზე გამოცხადდება. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე დასრულებულია.
დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარადგინა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს. ბრალდების მხარემ რეპლიკის დროს მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენისკენ მოუწოდა.
პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ სხვა ვერც ერთმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის მიმართ ძალის გამოყენება ვეღარ შეძლოს.
"გაცვდა რუსეთის თემით მანიპულირება და იმაზე საუბარი, რომ მომიტინგეები მოძალადეები იყვნენ და 26 მაისს არ მომხდარა მიტინგის დაშლა. ეს იყო თანამემულეების ალყაში მოქცევა, დარბევა და მასობრივი დაკავება. სასამართლოს ნუ დაავიწყდება, რომ როდესაც ვანო მერაბიშვილმა გასცა ალყაში მოქცევის ბრძანება, მისი მიზანი იყო, მომიტინგეებს სურვილი აღარ გასჩენოდათ აქციების განახლების", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
მან მოსამართლეს მოუწოდა - ნუ მოექცევა "ტელეშოუს გავლენის ქვეშ, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის დროს".
"გთხოვთ გამოიტანოთ გამამტყუნებელი განაჩენი და შექმნათ პრეცედენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამ განაჩენს ელოდება ათასობით ადამიანი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
პროცესზე განცხადება დაცვის მხარემაც გააკეთა. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, იგი გაცვეთილად ნამდვილად ვერ შეაფასებდა რუსეთის თემას და მომიტინგეებიდან ძალადობრივ ქმედებას.
"ის, რომ აღლუმი არ უნდა ჩატარებულიყო და მომიტინგეები მის ხელის შეშლას ცდილობენ, ეს თემა ვერასოდეს ვერ გაცვდება. 26 მაისს ადგილი ჰქონდა დესტაბილიზაციის მცდელობას", - განაცხადა ადვოკატმა.
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაახლოებით 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარდგენილი ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა