ადვოკატი გიორგი ონიანი ბრალდებულის სახით სასამართლო პროცესზე სიტყვით წარსდგა. ონიანმა დაკავების და მოდულის შენობაში გადაყვანის მომენტები გაიხსენა.
„როდესაც შემოვარდნენ და უკვე განლაგდნენ ოთხში მხოლოდ ამის შემდეგ მითხრეს, რომ ვიყავი დაკავებული. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკავება და პირადი ჩხრეკა მიმიდნარეობდა ერთდროულად. როდესაც უკვე მივდიოდით მე ვიკითხე თუ სად მივდიოდით, რომ სად მოსულიყო ჩემი ადვოკატი, გამომძიებელმა რამდენჯერმე თქვა, რომ მივდიოდით ქალაქ თბილისის პროკურატურაში, შესაბამისად ყველა ჩემი ადვოკატი წავიდა პროკურატურაში, როდესაც ჩავჯექით მანაქანაში და წავედით, მაშინ მივხვდი რომ გზა მიდოდიდა მოდულისკენ, მე გამოვხატე პროტესტი და ვუთხარი რომ ეს იყო დარღვევა, თუმცა მათი მხიდან იყო დამცინავი ტონი. ტყუილს ვერ ვიტყვი და ვერ მოგატყებთ ამას არ ჰქვია დარტყმა, მაგრამ ერთი მხრიდან მომხვდა ხელი სახეში, რის შემდეგაც დათრგუნულად ვიგრძენი თავი დამეწყო ჯანმრთელბის პრობლებმები.
დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვიმყოფებოდით მაქანაში, შემდეგ მოვიდა ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ე.წ. ტყუპიი და განმიმარტა ესე რამ: კაი გიო, რა მოგივიდა, შენ ისეთ "რაზგონზე" იყავი ამას უნდა დალოდებოდი“,- აღნიშნა ონიანმა სასამართლო პროცესზე.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






