გოგა ონიანის ადვოკატი დავით დეკანოიძე აცხადებს, რომ თუ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი დაცვისქვეშ მყოფი შიმშილობას შეწყვეტს.
ამის შესახებ დავით დეკანოიძემ ონიანის პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.
ადვოკატის თქმით, დაცვის მხარისთვის ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ონიანის ადვოკატები კი მოითხოვენ, რომ მას აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ განესაზღვროს.
დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პროცესის მიმდინარეობისას მან გირაოს შუამდგომლობა დააყენოს.
"პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე. იმ პოლიციელთა ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ მოქალაქე შათირიშვილი დააკავეს, მისაღებია გოგა ონიანისთვის და ისიც ადასტურებს, რომ შათირიშვილი დააკავეს", - აღნიშნა დეკანოიძემ.
გოგა ონიანს, მისი ინფორმაციით, სამი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, ბრალდების წარდგენის შემდეგ ერთი მუხლი მოუხსნეს. კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით, ონიანს მოეხსნა ბრალი - სამსახურეობრივი სიყალბე და ამ დროისათვის ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მტკიცებულებების გაყალბება და უკანონო დაკავება.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






