როგორ თათუხაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 24 თებერვალს პროკურატურაში დაკითხვიდან გამოსული გენერლის ვაჟი შალვა თათუხაშვილი სამი ჯიპით გაიტაცეს.
თათუხაშვილის ინფორმაციით, მის ვაჟს აწამებენ დასასურველ ჩვენებას წამლების ზემოქმედების ქვეშ აწერინებენ.
,,გურია ნიუსთან“ საუაბრში თათუხაშვილის მეორე ვაჟი გია თათუხაშვილი თავის ძმის გატაცებას დათა ახალაიას საქმეს უკავშირებს.
"რა ვიცი, წამოდითო, ახლობლურად ჩამოდითო, თუ ისე ჩამოდითო, ვერ გავიგე. შენი ძმის სიტუაციაში უნდა გაგარკვიოთ, რა თემაზე გვყავდა გუშინ დაკითხვაზე და დღეს არ ვიცითო. გუშინ ჩემი ძმა შალვა იყო დაკითხვაზე 10 საათის განმავლობაში. სავარაუდოდ მე როგორც ვფიქრობ დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ. მე ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარ და ხვალ გარდაბანში პრაიმერში ვაპირებდი მონაწილეობას. ეხლა უარს ვიტყვი, მთავარია ჩემი ძმა ვნახო და აღარ დავეძებ პრაიმერს. პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, სხვა რა უნდა დავარქვა მომხდარს", _ ამბობს შალვა თათუხაშვილის ძმა გია თათუხაშვილი.
„გურია ნიუსთან“ კომენტარი მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმაც გააკეთა:
"ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ აუცილებლად დავინტერესდებით ამ საქმით, გავალთ როგორმე ოჯახის რომელიმე წევრზე, დავეხმარებით თუ რაიმე პრობლემა აქვთ. ერთადერთი ჩვენ ეგ შეგვიძლია, თუ თვითონ არ მიმართავენ ძალოვან სტრუქტურებს, რომ ადამიანი დაკარგულია ან გატაცებულია, როგორც მამამისი იძახის. ახლა გვიანია, სამსახური დამთავრებულია და ხვალ ალბათ დავაზუსტებთ, თუ დაკარგულია და ვერ პოულობენ დავუკავშირდებით მამას და ვაპოვნინებთ", - ამბობს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი თემურ დოლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






