არსებობს ქალაქი, სადაც რეკლამებს ვერ ნახავთ. 2006 წლის სექტემბერში ქალაქ სან-პაულოს მერმა გასცა ე.წ."სუფთა ქვეყნის კანონი", რაც სწორედ გარე რეკლამების ამოღებას გულისხმობს. კანონის მიღების წელს, ანუ 2006 წლის მიწურულამდე კანონის თანახმად სულ 15 000 ბილბორდი ამოიღეს, ასევე პლაკატები შენობებსა თუ გზებზე. კანონი ასევე კრძალავს სატრანსპორტო ავტობუსებზე არსებულ რეკლამებსა და ბროშურა-ბუკლეტების დარიგებას. სრული კონტროლისათვის კი ქალაქის მერმა მოახდინა გარე ვიდეო დემონტაჟი, რისთვისაც 8 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყო. სამხრეთ ამერიკის, სიდიდით მეოთხე ქალაქი კი ბოლო 7 წლის განავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებში მოექცა აღნიშნული მიზეზის გამო.
რაღა თქმა უნდა მიღებულმა და დაკანონებულმა გადაწყვეტილებამ ქალაქის ურბანული ფირმებისა და სარეკლამო ჯგუფების განგაში გამოიწვია, ვინაიდან რეკლამებიდან თვიურად შემოსული 133 მილიონი დოლარი შეწყდა და 200, 00 თანამშრომელი დარჩა უმუშევარი. გარდა ამისა ქალაქი სრულ ჯუნგლებს ემსგავსა მხოლოდ ნაცრისფერი ბეტონის კედლებით, თუმცა მაინც აღნიშნავენ რომ აქამდე პლაკატებით დაფარული არქიტექტურული ნიმუშები გამოჩნდა. სან-პაულო ერთადერთი ქალაქი არაა ასეთი კანონით, გარე რეკლამები ასევე აკრძალულია Vermont, Alaska, Hawaii და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ქალაქ Maine-ში.
იხილეთ არაფრის მთქმელი, სან-პაულოს შიშველი ქუჩები.კელტური ცეკვები რეკომენდებულია სქოლიოზისა და ლორდოზის დროს. ასწორებს ფეხის ფორმას. ფეხების მკვეთრი, ძლიერი მოძრაობები და ზურგის სწორად და უძრავად დაჭერის აუცილებლობა პრაქტიკულად ყველა კუნთს ამუშავებს. მაგრდება ფეხებისა და თეძოების დუნდულა ნაწილები, ვარჯიშდება გულსისხლძარღვოვანი და სასუნთქი სისტემა.
ფოქსტროტი ალცჰეიმერის ავადმყოფობის გაჩენას აფერხებს, რაც ამერიკელი მეცნიერების კვლევებით დასტურდება. განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმული ადამიანებისთვის.
ვალსი — ყველაზე ნაზი და რომანტიკული ცეკვა. მისი შესრულება ნერვულ სისტემას აძლიერებს, დადებითად ზემოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ავარჯიშებს ვესტიბიულარულ აპარატს და ღრმა ჰარმონიისა და კმაყოფილების გრძნობა მოაქვს.




მასალის გამოყენების პირობები






