რომელ დაავადებას კურნავს ცეკვა
ეს საინტერესოა - 17:36, 25 Feb, 2014     10155

„ცეკვის დროს ადვილად იხსნება არა მარტო კუნთოვანი დაძაბულობა, ნათლდება ცნობიერება, უმჯობესდება ემოციური მდგომარეობა და ინტელექტუალურ უნარებს“

თუნდაც ძალიან იღლებოდეთ სამსახურში და გეჩვენებოდეთ, რომ არანაირი ცეკვისთვის დრო არ არის, მაინც სცადეთ კვირაში ერთხელ ცეკვის გაკვეთილზე მისვლა. ძველი ინდოელები ამბობდნენ: ცეკვა თავად ცხოვრებააო და ტყუილადაც – არა. ცეკვას ისე, როგორც სხვას არაფერს, შეუძლია, სასიცოცხლო ენერგიით აავსოს და ახალი ფერები შემატოს თქვენს ცხოვრებას.

ცეკვა ვახშმად და სადილად

დიდი ხანია წამლადაა აღიარებული, რადგან განწყობის გაუმჯობესების გარდა, სერიოზულ დაავადებებსაც კურნავს. ს. ესენინის მუზა, მშვენიერი აისიდორა დუნკანი ტერმინ ”ფსიქოფიზიკის” გაჩენამდე გაცილებით ადრე ირწმუნებოდა, ადამიანის სულიერი მდგომარეობა მის ფიზიკურ მოძრაობებთან პირდაპირ კავშირშიაო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარკვეული სახით მოძრაობებით ადამიანს თავის სულიერ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

ცეკვის დროს ადვილად იხსნება არა მარტო კუნთოვანი დაძაბულობა, ნათლდება ცნობიერება, უმჯობესდება ემოციური მდგომარეობა და ინტელექტუალურ უნარებს. განსაკუთრებით სასარგებლო ცეკვა მათთვისაა, ვინც მიეჩვია ნეგატიური ემოციების დაგროვებას და მათთან განშორება გარშემომყოფებისათვის რისკის გარეშე არ შეუძლია. ცეკვა გამოგიყვანთ დეპრესიიდან და სამყაროს ახლებურად დაგანახებთ.

იშემიური დაავადებების რისკის შემცირება, ნივთიერებათა ცვლისა და იმუნიტეტის ნორმალიზაცია, ძვლების გამაგრება, ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების რისკის შემცირება, ბრონქიტების გაქრობა, ასთმის მიმდინარეობის შემსუბუქება, სიარულის მანერის, წელის დაჭერის, აღნაგობისა და მოქნილობის გაუმჯობესება – ესაა ცეკვისგან მიღებული დადებითი ეფექტების მცირედი ჩამონათვალი.

ცეკვის დაწყება არასდროსაა გვიან. უკუჩვენებებიც პრაქტიკულად არ არსებობს – უბრალოდ ისეთი სახეობის შერჩევაა საჭირო, რომელიც სწორედ თქვენთვის იქნება შესაფერისი, და თუ რამე ქრონიკული დაავადება გაქვთ, მეცადინეობების დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და ცეკვის მასწავლებელთან იმისთვის, რომ ოპტიმალური ფიზიკური დატვირთვა განისაზღვროს.

აქვე დავსძენთ, რომ სამწუხაროდ, მასალა იმაზე, თუ კონკრეტულად როგორ ზემოქმედებს ტრადიციული ქართული ცეკვა ადამიანის ჯანმრთელობასა და განწყობაზე, ვერ მოვიპოვეთ.

სალსა, ვალსი, ფოქსტროტი…

არსებობს უამრავი საცეკვაო სკოლა. შეგიძლიათ ის აარჩიოთ, რაც ტემპერამენტით უფრო მოგიხდებათ და სარგებელი უზარმაზარი იქნება. ცეკვის არჩევა თერაპევტული მიზნის მიხედვითაც შეიძლება.

სტილი ”ლათინო” დღეს ძალიან პოპულარია. მამბა, რუმბა, ჩა-ჩა-ჩა, სალსა - ნებისმიერ წვეულებაზე ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. ფიგურასაც მალე შეეტყობა, რადგან მოძრაობების განსაკუთრებულობა ისაა, რომ ცეკვაში ჩართულია მენჯის კუნთები და თეძოები. შედეგად — მენჯისა და თეძოების სახსრები ვარჯიშდება, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა მცირე მენჯის არეალის ორგანოებში, ხდება გინეკოლოგიური და სექსუალური დარღვევების, ხერხემლის სარტყლის მონაკვეთის დაავადების პროფილაქტიკა. ლათინური ცეკვები ადვილად უმკლავდება დეპრესიას.

ფლამენკო კარგია ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. მეცადინეობების დროს დიდი ყურადღება ეთმობა ტანის დაჭერას. ეს ამაგრებს წელის კუნთებს, აყალიბებს მეფურ დგომას, ხსნის გულმკერდს და მხრებს.

არაბული ცეკვები ყველაზე ამაღელვებელი და სასარგებლოა ქალებისთვის. მუცლის ცეკვა მხოლოდ თავისი ფაქიზი ეროტიზმით არაა მიმზიდველი. ეს მოძრაობა განსაკუთრებულად ამუშავებს მუცლის ყველაზე ღრმა კუნთებს და დიაფრაგმას. ცეკვის დროს შინაგანი ორგანოების მსუბუქი მასაჟი, ნაწლავის მუშაობის სტიმულირება ხდება. მუცლის ცეკვა გინეკოლოგიური დაავადებების მშვენიერი პროფილაქტიკაცაა. მუშავდება ხერხემლის ყველა მონაკვეთი, რაც სხეულს საოცრად მოქნილსა და პლასტიკურს ხდის. მაგრამ ეს ყველაფერი არაა – როგორც ამბობენ, აღმოსავლური ცეკვები ისეთ ქალებსაც კი განაცდევინებენ ძლიერ

ორგაზმს, რომლებიც თავს ფრიგიდულებად მიიჩნევენ.

ინდური ცეკვები კარგი ფსიქოთერაპევტული ეფექტის გარდა, ეხმარება დიაბეტით, ჰიპერტონიითა და ართრიტის სხვადასხვა ფორმით დაავადებულ ადამიანებს. მკურნალობს არტერიულ ჰიპერტონიას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42