მოსკოვის ცენტრში, მანეჟნაიას მოედანზე, „ბალოტნაიას საქმეზე“ გასამართლებულთა მხარდასაჭერად სახალხო მსვლელობის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. პეტერბურგში გამართულ აქციაზე 60 მოქალაქე ასევე დააკავეს.
რუსეთის შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს 420 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულთა შორის ბევრს ადმინისრაციული მუხლებით წაუყენეს ბრალი და გაუშვეს, მაგრამ დანარჩენები, მათ შორის ალექსეი ნავალნი და ბორის ნემცოვი განყოფილებაში დილამდე დატოვეს და პოლიციის განყოფილებიდან პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანენ.
მანეჟნაიას მოედანი პოლიციამ გადაკეტა და მეგაფონით აცხადებდნენ, რომ მოედანი ტექნიკური მიზეზებით ჩაკეტეს.
რამდენიმე აქტივისტს თან საბურავები ჰქონდა, როგორც ჩანს, დაწვა ჰქონდათ განზრახული.

მოსკოვის სასამართლომ ორშაბათს ბალოტნაიას მოედანის საქმეში ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნო მასობრივ არეულობასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის გამოყენებაში. ერთ ბრალდებულს პირობითი საჯელი, ხოლო დანარჩენებს თავისუფლების აღკვეთა 2,5-დან 4 წლამდე მიუსაჯეს.
ამავდროულად, პეტერბურგში „ბალოტნაიას პატიმრების“ მხარდასაჭერ აქციაზე 60 მოქალაქე დააკავეს.
აქციებზე სკანდირებდნენ: „რუსეთი!“, „მაიდანი!“ „პუტინ, წადი!“, ავტომობილები სიგნალებით მხარს უჭერდნენ მსვლელობის მონაწილეებს.
მასალის გამოყენების პირობები






