უკრაინაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია დაიწყო. არჩევნები 25 მაისს ჩატარედება.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლანდელი შემადგენლობა 2007 წელს ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის, კომისიის 15 წევრიდან 10, ყოფილი მმართველი უმრავლესობის ინტერესბს წარმოადგენს. ოპოზიციას ამ შემადგენლობასთან ბევრი პრეტენზია აქვს, კერძოდ, ბოლო საპარლამენტო არჩევნემის დემოკრატიულობის თაობაზე, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჩატარდა, და განსაკუთრებით 2013 წლის 15 დეკემბერს შემდგარი სამაჟორიტარო ოლქებში განმეორებითი არჩევნების მიმართ, რომლებშიც სხვადასხვა მანიპულაციის გზით, ოთხ მათგანში პროსახელისუფლებლო კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
უკრაინის ცესკოს თავმჯდომარემ, მიხაილ ოხენდოვსკიმ განაცხადა მზადყოფნის შესახებ ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, პარლამენტში უკვე განაცხადეს იმის შესახებ, რომ ცესკოს პერეფორმირება მოხდება მაშინვე, როგორც კი კოალიციური ხელისუფლება ჩამოყალიბდება.
მასალის გამოყენების პირობები






