ესპანელი ასტრონომები აცხადებენ, რომ მთვარეს მეტეორი დაეცა. მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული მოვლენა 2013 წლის სექტემბერში მოხდა და მთვარეს 500 კგ. როკი მოხვდა.
მეცნიერების მტკიცებით, ამ მოვლენის დანახვა სპეციალური ხელსაწყოთი იყო შესაძლებელი. ექსპერტების აზრით მთვარეზე 40 მეტრის სიგანის გრანულებია დარჩენილი.
დედამიწას 07 : 00 წუთზე ასტეროიდმა ჩაუქროლა, რომელიც 43 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
ასტეროიდი 130 ათასი ტონა 50 მეტრის დიამეტრის მოცულობის იყო. ციური სხეული დედამიწას რეკორდულ დისტანციაზე მიუახლოვდა, თუმცა მისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. ასტეროიდის მოახლოება მეცნიერებმა 14 წლის წინ განსაზღვრეს.
ასტეროიდი ,,DA14“, რომელიც 2012 წლის 23 თებერვალს აღმოაჩინეს და მიეკუთვნება აპოლონების ჯგუფს, არის 30 მეტრის რადიუსის და დაახლოებით 40 ათას ტონას იწონის.
მოცემული ასტეროიდი 2013 წლის 15 თებერვალს 19:25 საათზე 24 წამის განმავლობაში იმყოფებოდა დედამიწასთან რეკორდულ სიახლოვეს - 27 ათასი კილომეტრის დაშორებით და ზოგიერთ ადგილას მისი დანახვა შესაძლებელი იყო შეუიარაღებელი თვალითაც.
გათვლების მიხედვით, შემდეგ ჯერზე ასტეროიდი დედამიწას მოუახლოვდება 2094 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 4500 კილომეტრის დისტანციაზე.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის განყოფილების პროფესორის ვლადიმერ ლიპუნოვის ცნობით, გუშინ ღამით დედამიწას ჩელიაბინსკის მეტეორის ზომის ასტეროიდმა ჩაუარა.
"მთვარის ორბიტის უკან ჩვენ დავინახეთ ციური სხეული, რომელიც დედამიწას მიუახლოვდა და საკმაოდ ახლო, 11 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუარა მას," - განუცხადა "იტარ-ტასს" პროფესორმა.
მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს სწორედ ასტეროიდია და არა კოსმოსური ხომალდის ნაწილი. შეგახსენებთ, რომ ჩელიაბინსკის მეტეური რადიუსით 17 მეტრი, ხოლო წონით - 10000 ტონა იყო.
გასული წლის განმავლობაში დედამიწასა და მთავრეზე მეტეორისა და ასტეროიდის რამდენიმე დაცემა დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები






