1. შეადგინეთ საქმის სია. აიღეთ საწერკალამი და ფურცელი. გახსენით სპეციალური პროგრამა და დაიწყეთ ეხლავე იმ საქმეების სიის შედგენა, რომელიც დღემდე შეუსრულებელი გაქვთ. გადაერთეთ 10 წუთით, მოდუნდით - თქვენ ხომ უკვე გადმოანთხიეთ ყველაფერი, ქაღალდზე და ეკრანზე, რაც თქვენ გაღელვებდათ. დაუბრუნდით სიას და შეხედეთ მას კრიტიკულად: რომელი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი გიშლით ხელს, მოცემული საქმეების ბოლომდე მისაყვანად.
2. ვშლით უსარგებლოს. წაიკითხეთ სია კიდევ ერთხელ. საქმეები, რომლებიც მიზანშეუწონელია წაშალეთ სიიდან. უმჯობესია დაკარგოთ დრო ნამდვილად მნიშვნელოვანზე.
3. დავიმახსოვროთ ,,2 წუთის წესი“. დროის მენეჯმენტში არის ასეთი პრინციპი - ,,2 წუთის წესი“: საქმე, რომელიც წაგართმევთ სულ რაღას 2 წუთს. ასრულებთ და დაუყოვნებლივ შლით სიიდან - დაალაგოთ კარადაში თაროები, მოაწესრიგოთ აბაზანა, მოათავსოთ თეთრეული სარეცხ მანქანაში - ეს თქვენ წაგართმევთ სულ რაღაც 5-დან 10 წუთამდე. გავიდა მხოლოდ ნახევარი საათი და თქვენ 5-დან 10 საქმე უკვე მოაგვარეთ!
4. გახდი ფრანგი, მიირთვი ,,ბაყაყი“. გამოყავით მწვანე ფერით სიაში ყველა ის პუქტი, რომლის შეუსრულებლობის მიზეზი აღმოჩნდა სიზარმაცე. ეს ყველაზე არასასიამოვნო საქმეებია, რომელთაც თქვენ დებთ ბოლომდე. დროის მენეჯმენტში მას ეწოდება ,,ბაყაყები“. ჭამეთ ბაყაყები - ე.ი. გაუმკლავდით არასასურველ საქმეებს, უმჯობესია დილიდან. მაგალითად, თქვენგან ითხოვეთ რაღაცის დაწერას. წარმოიდგინეთ დეტალური თანმიმდევრობით თქვენ მას როგორ წერთ. შეიგრძენით, გააკეთეთ და დაუთმეთ დარჩენილი დრო უფრო სასიამოვნოს.
5. გაყავით ,,სპილო“. ყველაზე მძიმე და რთული საქმეები იწოდება ,,სპილოებად“. თუ თქვენ არ იცით, საიდან დაიწყოთ, შეეცადეთ ,,სპილო“ დაყოთ - დაშალოთ საქმე რამოდენიმე ეტაპად. რაც უფრო სწარაფად სრულდება ეტაპი, მით უფრო უკეთესია. რას უფრო მარტივად აღიქვამს თქვენი ცნობიერება: 5 რთულ და გრძლევადიან საქმეს თუ 20 უბრალო 5 წუთიან საქმეს? მთავარი წესი: დაუბრუნდით მას თავისუფალ წუთებში. დაუშვათ, თქვენ გადაწყვიტეთ ისწავლოთ ფრანგული ენა. დილით თქვენ ისწავლეთ გრამატიკის ერთი წესი, დღის განმავლობაში 10 სიტყვა, საღამოს ახალი სიტყვებით შეადგინეთ რამოდენიმე წინადადება ნასწავლი გრამატიკის წესებით. და თქვენ აღმოაჩნეთ, რომ რამდენიმე თვეში შეგიძლიათ გაესაუბროთ თქვენ ფრანგ საქმიან პარტნიორს.
6. შეაქეთ თქვენი თავი. ისე არაფერი გახარებთ და განიჭებთ აღფრთოვანებას, როგორც შესრულებული საქმეების გრძელი სია. ამიტომაც, როგორც კი შეასრულებთ საქმეს, გაბედულად გადახაზეთ ის და ამისთვის შეაქეთ თქვენი თავი. ენთუზიაზმი გაიზრდება თუ სირთულეებს შეარბილებს წახალისების დამხმარე რგოლი: შოპინგი, სასიამოვნო საღამო, ტკბილეული ჩაისთან.
7. შეაჯამეთ შედეგები. გამოყავით რამდენიმე საათი კვირაში ან თუნდაც თვეში ერთხელ, როგორც მოგიხერხდებათ და შეაჯამეთ შედეგები. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრი საქმე მიყვანილია ბოლომდე. რამდენიმე ,,ბაყაყი“ გაქრა. წყვილი ,,სპილო“ განახევრდა. კიდევ ერთხელ შეაქეთ თქვენი თავი ამისთვის და სიას დაამატეთ ახალი საქმეები.
მასალის გამოყენების პირობები






