მოდულის შენობაში სულ ცოტა ხნის წინ ადვოკატ გიორგი ონიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, მოდულის შეობაში იმყოფება მისი უფლებების დამცველი მალხაზ ველიჯანაშვილი. მას ჯერ მოდულის შეობა არ დაუტოვებია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატს გამოძიება გლდანი-ნაძალადევის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.
მოდულის შენობასთან აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, აქციაზე იმყოფებოდნენ გიორგი ონიანის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრები. მათ სიმბოლურად მოდულის შენობასთან საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს და განაცხადეს, რომ ამ ფორმით გიორგი ონიანის უკანონოდ დაკავება გააპროტესტეს.
მასალის გამოყენების პირობები






