თიბისი ბანკი „ასავალ-დასავალს“ ახალი სარჩელით უპასუხებს
სამართალი - 18:51, 24 Feb, 2014     2373

როგორც უკვე ცნობილია, 21 თებერვალს თიბისი ბანკმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, გაზეთ “ასავალ-დასავალის” და ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ, ამავე გაზეთის რამდენიმე ნომერში ბანკისა და მისი ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის შესახებ გამოქვეყნებული ცრუ და შეურაცხმყოფელი სტატიების გამო.

მოსარჩელეები მოითხოვენ „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის სახით 160,000 ლარის ანაზღაურებას, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებით, თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარების საქმეს მოხმარდება.

ამავე დღეს ბანკმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა ამის თაობაზე, სადაც აღნიშნავდა, რომ ბანკის და მისი ხელმძღვანელი პირების შესახებ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებისმიერი შემთხვევსას, მოითხოვს ამ ინფორმაციის გამავრცელებელი გაზეთის დღის ტირაჟის სრულ ამონაგებს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

მიუხედავად ამისა, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მაინც აგრძელებს მიზანმიმართულ, ბინძურ ცილისწამებას თიბისი ბანკის და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ. ამას დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული “სტატიები” მოწმობს, სადაც მოყვანილი „ფაქტები“ და ვერსიები ყოველგვარ ფანტაზიას სცილდება და აკვიატებული ბოდვის ელემენტებს შეიცავს. უფრო მეტიც, თიბისი ბანკი არ გამორიცხავს, რომ გაზეთის ეს ბინძური კამპანია გაგრძელდეს და კიდევ უფრო დიდ აბსურდში გადაიზარდოს, ვინაიდან აშკარაა, რომ „ასავალ-დასავალს“ სრულიად დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება და სჯერა, რაც უფრო მეტ სიცრუეს და ცილისწამებას გამოაქვეყნებს, მით უფრო დაარწმუნებს ადამიანებს საკუთარ „სიმართლეში“. ამ საქმიანობას თავისუფალ ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს.

თიბისი ბანკი არ აპირებს „ასავალ-დასავალის“ თითოეულ ცილისწამებაზე პასუხის გაცემას. უბრალოდ გვსურს შევახსენოთ ამ გაზეთს, რომ ყოველ ახალ ცილისწამებაზე ბანკი ახალ სარჩელს შეიტანს მის წინააღმდეგ და ახალი ფინანსური სანქციების დაკისრებას მოითხოვს. ჩვენ გაგვაჩნია კანონით მონიჭებული უფლება დავიცვათ თავი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანიისგან და ამ უფლებას ჩვენ სრულად გამოვიყენებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42