პროკურატურა თენგიზ გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 11:45, 30 Nov, 2012     593

,,2012 წლის 19 ნოემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შსს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიებით დგინდება, რომ თენგიზ გუნავა, 2012 წლის 6 ივლისიდან 2012 წლის 22 სექტემბრამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა და იყო მოხელე. მან 2012 წლის 11 აგვისტოს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო ავტომობილის საწვავის ტალონები და მიეთვისებინა. ამ მიზნით საქართველოს შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს ზაზა ჩოხელს დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის  დეპარტამენტიდან მიეღო 3000 ლიტრი ბენზინი ,,პრემიუმის'' საწვავის ტალონები და გადაეცა მისთვის. ზ. ჩოხელმა იმავე დღეს გასავლის ზედდებულით მიიღო 3000 ლიტრი ბენზინი ,,პრემიუმის'' საწვავის ტალონები, საერთო ღირებულებით 6750 ლარი და თ. გუნავას გადასცა. მიიღო რა მითითებული 6750 ლარად ღირებული ბენზინის ტალონები, თენგიზ გუნავამ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, არ გამოიყენა სამსახურეობრივი დანიშულებისამებრ, არ გასცა დადგენილი წესით - ჩამოწერა და მის მართზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთაღნიშნული საწვავის ტალონები მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მანვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში, კვლავ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა და მიითვისა. კერძოდ, 2012 წლის აგვისტოში, საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილს მოსთხოვა მასზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 49500 ლარი გაეცათ, რაც თავის მხრივ, ნ.ძიმცეიშვილმა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს მიხეილ ამირანაშვილს დაავალა. თ.გუნავამ აგვისტოს შუა რიცხვებში თავის მხრივ ფულის აღება და მასზე გადაცემა მის დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ზაზა ჩოხელს დაავალა. ამ უკანასკნელმა მიიღო რა 49500 ლარი, მაშინვე გადასცა თ.გუნავას. ოფიციალურად აღნიშნული თანხის მოთხოვნა თ.გუნავამ გააფორმა მოგვიანებით, რისთვისაც 2012 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შს მინისტრის მოადგილის ნ.ძიმცეიშვილის სახელზე ფარული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებიდან 49500 ლარის გამოყოფაზე პატაკი შეადგინა. თანხის მიღება გუნავას მიერ დადასტურებულია 2012 წლის 1 სექტემბრის სალაროს გასავლის ორდერით. მითითებული თანხა თ.გუნავას მიერ გამოყენებული არ ყოფილა სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, მან გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და მის მართზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული დიდი ოდენობის თანხა - 49 500 ლარი მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა'', - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ,,თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს  სსკ 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ'' და ,,დ'' პუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ'' ქ/პუნქტით. აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება''.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42