რუსული პარტია ლდპრ-ის ლიდერმა ჟირინოვსკიმ აღნიშნა, რომ უმაღლესი რადას სპიკერი ალექსანდრე ტურჩინოვი თვითმარქვიაა, ხოლო იანუკოვიჩი წარმოადგენს უკრაინის ერთადერთ კანონიერ, მოქმედ პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება რუსული ჯარების მიწვევით.
„იანუკოვიჩის ადგილას, მე შევუთანხმდებოდი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების ხელმძღვანელებს, რუსეთს ვთხოვდი მისთვის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას და გამოვაცხადებდი, რომ ის მოქმედი პრეზიდენტია. იანუკოვიჩს დღეს სრულებით შეუძლია აღდგენა. ის უკვე მთელი უკრაინის პრეზიდენტი ვეღარ იქნება, მაგრამ მას შეუძლია საქმე მიიყვანოს იქამდე, რომ 25 მაისს არჩევნები არ ჩატარდეს. შეუძლია თავი გადაირჩინოს. შეუძლია ჩვენ არმიას სთხოვოს, რადგან უკრაინის დღევანდელი არმია წინააღმდეგობაუუნაროა“, - თქვა ჟირინოვსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






