საქართველოს ბაზარზე არსებული ბევრი კოსმეტიკური თუ ჰიგიენური საშუალება შეიცავს ნავთობქიმიკატებს.
ეს საინტერესოა - 14:47, 24 Feb, 2014     8041

ნავთობი, რომელიც გამოიყენება მანქანების გასამართად, სხვადასხვა დანადგარების გასაპოხად და პლასტიკატების დასამზადებლად, საკვებ პროდუქტებშიც გვხვდება. ნავთობქიმიური ნივთიერებები საკვების გარდა ყოველდღიური მოხმარების საგნებშიც არის: საცხებში, შამპუნებში, საპნებსა და მათ შორის ცხოველების საკვებ პროდუქტებშიც.

ასეთ ნავთობქიმიურ ნივთიერებებს მინერალურ ზეთს უწოდებენ, რომელიც მცენარეული ზეთისგან იმით განსხვავდება, რომ არაა მალფუჭბადი და არ მძაღდება მალე. სწორედ ესაა მიზეზი მათი საკვებ პროდუქტებში გამოყენებისა. მსგავსი სახის ნავთობქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ პლასტმასის ბოთლებისა და სხვადასხვა მატერიების შესაქმნელად.

მინერალური ზეთი მოუნელებელი, მომწამვლელი ნავთობია, რომელსაც ნავთობმომპოვებლები ქიმიურ კომპონენტებად შლიან. ეს თითოეული კომპონენტი კი შედგება მოლეკულებისგან, რომელთაც ჰიდრო კარბონები ეწოდებათ. სწორედ ეს ჰიდრო კარბონებია ბევრი კოსმეტიკური საშუალების შემადგენელი ნაწილი, რომელიც რჩება კანის ფორებში და ახშობს მათ, იწვევს გამონაყარს და გაღიზიანებას, რადგან კანი შესაბამისად ვეღარ სუნთქავს.

ჰიდროკარბონის მსგავსად ერთ-ერთი პოპულარული ქიმიური დანამატია პროპილენის გლიკოლიც, რომელიც ასევე ნავთობისგან მიიღება. პროპილენის გლიკოლი შედის სარეცხი საშუალებების, საღებავების, შამპუნებისა და სხვა კოსმეტიკური პროდუქციის შემადგენლობაში. ბოლო კვლევების თანახმად, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პროპილენის გლიკოლი აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს და სასუნთქ გზებს.

ანტისეპტიკურ და გამწმენდ საშუალებებში არსებული იზოპროპილი კლავს ბაქტერიებს კანის ზედაპირზე, მაგრამ ეს ნავთობისგან მიღბული ნივთიერება აშრობს კანს, აჩენს მასზე უმცირეს ნაპრალებს, რაც ბაქტერიის კანში მოხვედრას აადვილებს, იწვევს გაღიზიანებასა და გამონაყარს.

როგორ მოქმედებს ნავთობქიმიური პროდუქტი ჯანმრთელობაზე?

კანი სხეულის დამცავია ატმოსფერული და გარემო დაბინძურებისგან. ნავთობქიმიური პროდუქტის გამოყენებით კი თქვენ პირდაპირ ზემოქმედებას ახდენთ სხეულის უდიდეს ორგანოზე – კანზე. ცნობილია, რომ კოსმეტიკური საშუალებების მოხმარებისას, მათი შემადგენლობის 60% სისხლის მიმოქცევის სისტემას უერთდება.

საზიანოა ასეთი პროდუქციის გამოყენება ორსულებში. კანზე მოხვედრილი ნავთობქიმიკატები სისხლის მიმოქცევის სისტემას უერთდება და ის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ჩანასახზეც. ნავთობქიმიკატების ყველაზე გავრცელებული ფორმაა პარაფინი, რომელიც პროდუქციის ვადის გასახანგრძლივებლად გამოიყენება, ძალიან სახიფათოა. ცნობილია, რომ თუკი ორსულის ორგანიზმში ეს ნივთიერება დიდი რაოდენობით ხვდება ის მოქმედებს ჩანასახის კვერცხუჯრედის ხარისხზე. მწარმოებლების უმეტესობა კი პარაფინებს ფართოდ იყენებს, რათა ისინი მოსახმარად მინიმუმ 3 წელი ვარგისი იყოს.

კიდევ ერთი საშიში ნავთობქიმიკატია კანცეროგენი, რომელიც ორგანიზმში კიბოს გაჩენას უწყობს ხელს. კოსმეტიკურ საშუალებებში მათი არსებობა იწვევს ალერგიასა და კანის გაღიზიანებას.

რა არის კოსმეტიკის ალტერნატივა?

საბედნიეროდ კოსმეტიკურ საშუალებებში ბევრი ალტერნატივა არსებობს. არსებობს კოსმეტიკური კომპანიები, რომლებიც ორგანულად აწარმოებენ პრიდუქციას, ნავთობქიმიკატების გარეშე. იმისათვის, რომ თქვენს ჯანმრთელობას ხელი შეუწყოთ. უბრალოდ საჭიროა თვალი გადაავლოთ პროდუქტის გარეკანზე დატანილ ინფორმაციას მისი შემადგენლობის შესახებ, რომელზეც ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებები არ იქნება დატანილი. უპირატესობა მიანიჭეთ ეთერზეთებზე დამზადებულ პროდუქტებს. ასეთი სახის ზეთები ბუნებრივია და წარმოქმნილია ყვავილებისა და მცენარეებისგან.

საქართველოს ბაზარზე არსებული ბევრი კოსმეტიკური თუ ჰიგიენური საშუალება ასევე შეიცავს ნავთობქიმიკატებს. მაგალითად “Garnier” , “Johnson’s Baby” და “AXE” შეიცავენ პარაფინებსა და იზოპროპილებს, თუმცა ისინი გაყიდვიდან ამოღებული არაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭიროა ფლობდეთ ინფორმაციას და გქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება. რომელს მიანიჭებთ უპირატესობას თქვენი გადასაწყვეტია.

წყარო- http://www.lollipop.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42