ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ქვეყანა „უკრაინასთან მეგობრობასა და თანხმობაში უნდა იყოს“.
„მათ თავისი პრობლემები აქვთ. მაიდანი ჩვენთვის სიახლე არ არის. ეს ხომ პირველად არ ხდება და, თქვენ მოგეხსენებათ, პირველ მაიდნელებთან (ვიქტორ იუშენკო და სხვები) მე დღემდე ვმეგობრობ“, - ირწმუნება ლუკაშენკო.
„მათ თავიანთი საკითხები აქვთ, ჩვენ - ჩვენი, და ჩვენ ამაზე ავაწყობთ ჩვენ პოლიტიკას. მათ თავისი სახელმწიფო აქვთ, ჩვენ კი - ჩვენი“, - თქვა ბელორუსმა პრეზიდენტმა.
„ჩვენ უკრაინასთან ერთად საერთო მიზნები გაგვაჩნია. უკრაინა ერთიანი უნდა იყოს. არავინ უნდა გახლიჩოს ეს დიდებული ქვეყანა, ის ჩვენთვის უცხო არ არის“, - დასძინა მან.
„მოედნებზე ლამაზად ლაპარაკი შეიძლება, შეიძლება რაც გინდა ის მოუწოდო. მაგრამ ხვალ ხომ ეკონომიკისა და ფინანსების საკითხები დადგება. ხალხას პენსიები და ხელფასები უნდა გადაუხადო, სამუშაო მისცე. აი როგორი საკითხები დადგება ხვალ რევოლუციონერების წინაშე“, - აშინებს ლუკაშენკო.
ლუკაშენკო თვლის, რომ ბელორუსს რევოლუციის საშიშროება არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






