ამის შესახებ მერაბიშვილმა საქალაქო სასამართლოში ე.წ. 26 მაისის საქმის განხცილვის დროს განაცხადა.
"თუკი გამოძიებამ ის ვერ დაადგინა, ჰქონდა თუ არა ვინმეს მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი და არ არიან გამოვლენილი ეს პირები, ჩემი ბრალეულობა შესაბამისად, არ არსებობს. მე იმ პერიოდში ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც უნდა აღედგინა კანონიერება და საშუალება ჰქონოდა აღლუმის ჩატარებას. ამისათვის მოვითხოვე მინიმალური ძალის გამოყენება, ჩემი ბრძანების საფუძველზე არ უნდა მომხდარიყო ცრემლსადენი გაზის გაშვება, თუმცა ეს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გადაწყდა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მერაბიშვილი ასევე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის გზა მკვეთრად შეამოკლებს საქართველოს სვლას ევროპისაკენ.
"მინდა მივულოცო ჩემს უკრაინელ მეგობრებს გამარჯვება. უკრაინის გზა მკვეთრად შეამოკლებს საქართველოს სვლას ევროპისაკენ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც წინა პროცესზე სასამართლოს ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა დღევანდელ პროცესზე იგი საკუთარი ნებით მაინც გამოცხადდა.
ე.წ. 26 მაისის საქმეზე შსს-ს ექს-მინისტრის პროცესი განახლდა. დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვის წარსდგება. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ვადა 28 თებერვლამდე აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






