"მე-9 არხის" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება - 21:32, 29 Nov, 2012     743

მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და წამყვანი სახეები. იმის გამო, რომ არხის რეორგანიზაციის პროცესი მხოლოდ დაიწყო და მას არ აქვს დასრულებული სახე, ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით საბოლოო ჯამში როგორ დასრულდება გადაცემის პროცესი, როგორი იქნება სამეთვალყურეო საბჭო და ვის გადაეცემა ტელეკომპანია სამართავად.
ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას არა მარტო იმ ტელეკომპანიის მიმართ, რომელსაც 8 თვის განმავლობაში ერთად ვაშენებდით, არამედ ზოგადად ქართული მედიის მიმართაც. ასევე, ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტორს, რომ პრემიერ- მინისტრმა საზოგადოებას განსახილველად წარუდგინა მისი ოჯახისგან მე-9 არხის გამიჯვნის გეგმა.
ჩვენ ამ ეტაპზე ვრჩებით არხზე და განვაგრძობთ მუშაობას იმ რწმენით, რომ მე-9 არხზე შენარჩუნებული იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობა.
აქვე გვინდა საჯაროდ მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ამ 8 თვის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა არხის მფლობელის მხრიდან ჩვენს სარედაქციო პოლიტაკაში ჩარევის მცდელობა. ამიტომ ვიტოვებთ იმედს, რომ არც მომავალში იქნება ვინმეს მხრიდან ამის საშიშროება.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც დღიდან დაარსებისა მუშაობს ამ არხზე, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი ჟურნალისტური პრინციპები და სარედაქციო დამოუკიდებობა.
ველოდებით არხის რეორგანიზაციის პროცესს და ამ პროცესის მიხედვით მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.
აქვე გამოვხატავთ მზადყოფნას მე-9 არხის მფლობელის სურვილის შემთხვევაში შევხვდეთ და პირადადაც გავაცნოთ ჩვენი პოზიცია", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა 21.00 საათიან გამოშვებაში წაიკითხა.
ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძემ კი არხი უკივე დატოვა. შესაბამისი განცხადება მან საკუთარ გადაცემაში განაცხადა. მანამდე კი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა გააკეთა, რაც არხზე მიმდინარე რეორგანიზაციით ახსნა. არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას ამჟამად ლუბა ელიაშვილი ასრულებს.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42