სასწაული - წმინდანების გაუხრწნელი სხეულები ზეთოვან სითხეს გამოყოფენ
ეს საინტერესოა - 23:36, 23 Feb, 2014     64865

წმინდანების უხრწნად სხეულებს აერთიანებთ რამდენიმე რამ: კანის ფერი, კეთილსურნელება და ზეთისფერი სითხე რომელიც, მათ სხეულებს მუდმივად ჟღენთავს.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე გაუხრწნელი სხეულის ფრაგმეტნი მხოლოდ ზარზმაშია. მეცნიერებმის ვარაუდით, სხეული მეათე საუკუნეში უნდა იყოს დასაფლავებული, მისი ვინაობა უცნობია.

ევროპის სხვადასხვა ტაძარში არაერთი წმინდანის ცხედარია დასვენებული. თუმცა, სხვა არცერთი იმდენად ბუნებრივად და ცოცხლად არ გამოიყურება როგორც წმინდა ბერნადეტი.

გაუხრწნელობის თვალსაზრისით მთავარ სასწაულად წმინდა ბერნადეტის ცხედარია მიჩნეული. წმინდა მარიამი მას პირველად 14 წლის ასაკში გამოეცხადა. როდესაც ხილვები განმეორდა, ფრანგმა გოგონამ ოჯახი დატოვა და მონასტერში წავიდა.

ბერნადეტი მონაზონი იყო, ის 35 წლის ასაკში გარდაიცვალა 1879 წელს. კათოლიკურმა ეკლესიამ ბერნადეტის წმინდანად შერაცხვამდე სამჯერ გახსნა მისი საფლავი. ექსჰუმაციის პროცესს ექიმები, მამები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ესწრებოდნენ.

დიდი საოცრებების სერია დაიწყო ბერი შარბელის გარდაცვალების შემდეგ. იგი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა 1399 წელს და ლიბანის მაღალმთიან, თითქმის მიუვალ ადგილას დასავენეს. პეტრე-პავლეს მონასტერთან ახლოს. თუმცა, მალევე ადგილობრივმა მოსახლეობამ შენიშნა, რომ მთაზე სადაც შარბელის ცხედარი იყო დასვენებული მკრთალი ნათება ციალებდა. ელექტროენერგია იმ მიუვალ ადგილებში საერთოდ არ იყო, ნათება კი საფლავის ადგილს არ სცილდებოდა. ოთხი თვის შემდეგ მთებში პოლიცია მიმალვაში მყოფ პირებს ეძებდა, როცა ტაძართან ახლოს მბჟუტავი აკლდამა დაინახეს, ეგონათ, დამნაშავე იქ იყო დამალული, ამიტომაც გახსენეს და გაოცებულნი დარჩნენ - იქ ბერ შარბელის „ცოცხალი“ სხეული აღმოაჩინეს - მას თითქოს ეძინა.

ბერი შარბელის სხეული იმდენად რბილი და დრეკადი იყო, რომ პოლიციამ ექიმებს ცხედრის შემოწმება თხოვა. ექიმებმა სიკვიდლი დააფიქსირეს. მისი სხეული ყოველ დღე იმდენ სითხეს გამოჰყოფდა, რომ ბერს სამოსს თთქმის ყოველდღე უცვლიდნენ. ერთ-ერთი ბერი, რომელიც ამ სამუშაომ დაღალა, გადაწყვიტა შარბელის სხეული მზეზე გაეშრო, ოთხი თვის შემდეგაც კი ცხედარი ნოტიო იყო. შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს ბერისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ და მისთვის შინაგანი ორგანიები ამოეღოთ. თუმცა, შედეგი არც ამან გამოიღო. ბერის სხეული მაინც ინარჩუნებდა სინოტივეს, სირბილეს და ელასტიურობას. საბოლოოდ, ბერი შარბელი წმინდანად შერაცხეს.

წმინდა კატარინ ლაბურინი 1876 წელს გარდაიცვალა. ექსჰუმაციის დროს ექიმებმა არა მხოლოდ გაუხრწნელი სხეული აღმოაჩინეს, არამედ, ბზინავი თმები და თვალების ჩაუმქრალი ფერი. ანალიზის შედეგებამა აჩვენეს, რომ სხეულს სიცოცხლის ნიშნები ჰქონდა. წმინდა კატარინას ექჰუმაცია 1943 წელს განხორციელდა.

ზეთისმაგვარი სითხე დააფიქსირეს ყველა გაუხრწნელ სხეულზე. ასეთი ცხედარი სპეციფიკურ ტკბილ არომატს გამოსცემს. მეცნიერები ამ მოვლენას ვერ ხსნიან, მორწმუნეებისთვის კი ეს, ღმერთთან დაკავშირებული სასწაულია.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული, რომელიც დაბრძანებულია სარკოფაგით ქ. კორფუს მთავარ ტაძარში, კუნძულის უდიდეს სიწმიდეს წარმოადგენს, მფარველმა წმინდანმა მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან: ოთხჯერ სტიქიური უბედურებისგან, ორჯერ შავი ჭირისაგან, ერთხელ შიმშილისაგან, და ერთხელაც თურქთა შემოსევისაგან. ტრადიციის მიხედვით, ლიტანიის დროს მღვდელი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე წმინდა სპირიდონის უხრწნელ ხელს და ასე დაჰყვება წმინდანს მსვლელობის დასრულებამდე; და ეს 300 წლის მანძილზე ყოველწლიურად ხდება.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. ემანუელ თეოტოკისი კერკირას ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნში წმინდანის უხრწნელი სხეულის შესახებ წერს: “(სხეული) რბილი და ელასტიურია, გამოსცემს კეთილსურნელებას, იგი უხრწნელია. როდესაც მის სხეულს ლიტანიობისას მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება”. სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. წელიწადში 3-4-ჯერ უცვდება ფაჩუჩი, ის მიდის ყველასთან, ვისაც სწამს მისი და მას მოუხმობს დასახმარებლად. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს (იხ. გარეკანის III გვ.), რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. ამ ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42