გოგა ონიანის დაკავების შესახებ მთავარ პროკურატურასთან კომენტარი გააკეთა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.
მისი თქმით, ონიანის მიმართ მიმდინარეობდა დევნა, რის გამოც ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ ხელისუფლებას გამაფრთხილებელი წერილითაც მიმართა.
,,რამდენიმე წუთის წინ დააკავეს გოგა ონიანი, რომელიც გააფრთებული იცავდა მისი დაცვის ქვეშ მყოფებს. ონიანზე მიდის ზეწოლა, მან მომმართა მე, ადვოკატთა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარეს, მე მივმართე ევროპის ადვოკატთა ასოციაციას, სადაინაც ასოციაციის პრეზიცენტმა მოწერა ხელისუფლებას წერილი და მოსთხოვა გოგა ონიანზე თავდასხმების შეწყვეტა. როდესაც მე გოგას ველაპარაკე, ეს იყო ხუთშაბათს, მან მითხრა, რომ ამ წერილის შესახებ რომ შეიტყო ხელისუფლებამ, 15 კაცი დაიბარეს და მასზე ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. აქედან გამომდინარე, სახეზეა ადვოკატ გოგა ონიანის ინსტიტუციონალური დევნა“, - აცხადებს ხატიაშვილი.
ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი გვიან საღამოს დააპატიმრეს. წინასწარი მონაცემებით, გამოძიება მას 5 მუხლით ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






