უკრაინაში ცვლილებებსა და იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას მიესალმება საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირის წარმომადგენლი კეტრინ ეშტონი მოუწოდებს ყველა უკრაინელს, ქვეყნის ერთიანობის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის პასუხისმგებლობით იმოქმედონ.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი კი უკრაინის ახალი მთავრობის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას. იულია ტომოშენკოს გათავისუფლებას ერთ-ერთი პირველები მიესალმენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკომისარი შტეფან ფულე. გერმანიისა და ბრიტანეთის ლიდერები უკრაინის ახალი მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან კრედიტის მიღებაში დახმარებას დაჰპირდნენ.
იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას იტორიული მომენტი უწოდა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა. ევროპარლამენტის 12-კაციანი დელეგცია კიევში ვიზიტითაც იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






