ტიმოშენკო - მე და თქვენ ვიქნებით ერთი გუნდი... ვუბრუნდები სამუშაოს
მსოფლიო - 01:03, 23 Feb, 2014     4964

"როდესაც ხალხი ეცემოდა, ძალიან ვწუხდი, რომ არ ვიყავი თქვენთან ერთად, რათა არ დამეშვა ეს ყველაფერი. ძალიან ვწუხდი იმის გამო, რომ მშვიდობით ვერ შევძელით იგივე შედეგის მიღწევა. ჩვენ დღეს საბოლოოდ წერტილი უნდა დავუსვათ დიქტატურას. დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - არ გვაქვს უფლება, სანამ არ დასრულდება ის, რაც დაიგეგმა და უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, მაიდანი არ უნდა მიატოვოთ თქვენ ხართ ამის გარანტია. თქვენ ხართ ძალა.

თუ ვინმე გეტყვით, რომ თქვენ შეასრულეთ თქვენი სამუშაო და შეგიძლიათ, წახვიდეთ, სახლში და ყველაფერს გააკეთებენ სხვები, ამას არ დაუჯეროთ, არცერთ სიტყვას არ დაუჯეროთ. სანამ თქვენ არ დაასრულებთ ყველა საქმეს, სანამ ბოლო ნაბიჯსაც არ გადადგამთ, არავის აქვს უფლება გითხრათ, რომ თქვენ დატოვოთ აქაურობა. ვერც პოლიტიკოსები, ვერც დიპლომატები და ვერც მსოფლიო ვერ გააკეთებენ იმას, რაც თქვენი გასაკეთებელია" - მიმართა ტიმოშენკომ მომიტინგეებს.

ექსპრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მოვლენების მთავარი დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ტიმოშენკოს თქმით, იანუკოვიჩსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის სამშვიდობო შეთანხმებამ არ იმუშავა. "ვერ მოვისვენებთ და ვერ დავწყნარდებით. თუ არ დავსჯით მათ, ვინც ესროდა ჩვენ გმირებს, ეს იქნება სამუდამო სირცხვილი ჩვენთვის. თქვენ უნდა იდგეთ, სანამ არ დაინახავთ, რომ პატიოსნად არის არჩეული ის ადამიანი, ვისაც თქვენ ენდობით. რომ კაბინეტი ფორმირებულია არაკულუარული პოლიტიკით. თქვენ თქვენი სისხლითა და გმირობით დაიმსახურეთ თქვენი უკრაინის მართვის უფლება. არანაირი მთავრობები, პარლამენტები არ შეიქმნება თქვენ გარეშე. ეს იქნება ამორალური და მიუღებელი.

მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში მე ვიქნები გარანტი, რომ არავინ თქვენ არ მოგექცევათ ისე, როგორიც მიჩვეულები არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკა არის დიდი თეატრი, მაგრამ მე ვიქნები გარანტი, რომ თქვენ გაიგებთ, რა ხდება კულისებს მიღმა. თქვენ გაიგებთ, სად კეთდება საქმე." - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმინისტრმა.

"მინდა გითხრათ, რომ ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობდა უკრაინაში, გამოიწვევს დემოკრატიული სახელმწიფოებების შექმნას პოსტსაბჭოთა სივრცეში. თქვენ ხართ მაგალითი, გიყურებენ ხალხები, რომლებიც იმყოფებიან ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმის მარწუხებში. მე და თქვენ ვიქნებით ერთი გუნდი. ვუბრუნდები სამუშაოს და არ გამოვტოვებ არცერთ წუთს, რათა თავი იგრძნოთ ბედნიერად. დიდება უკრაინას!" - თქვა იულია ტიმოშენკომ.

უკრაინის რადას დადგენილებით, იულია ტიმოშენკო თავისუფალია. 331 დეპუტატიდან 322-მა ინიციატივას მხარი დაუჭირა. 2011 წელს უკრაინის სასამართლომ ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზად კი 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმებისას უფლებამოსილების გადამეტება დაასახელა. უკრაინის ევროკავშირში მისაღებად, ევროგაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ ექსპრემიერის ციხიდან გამოშვება იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42