პრეზიდენტ იანუკოვიჩის მანქანა დაცხრილეს
მსოფლიო - 20:05, 22 Feb, 2014     5013

22 თებერვალს, იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ,,ჩემი მანქანა დაცხრილეს, მაგრამ მე შიში არ მაქვს. მე მხოლოდ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ“, - აღნიშნავს იანუკოვიჩი.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პრეზიდენტის ესკორტი აეროპორტისკენ ხარკოვში გასამგზავრებლად მიემართებოდა.

იანუკოვიჩმა ოპოზიცია 30-იანი წლების ნაცისტებს შეადარა. მისივე თქმით, რადას ექსსპიკერი ვლადიმერ რიბაკი ნაცემია, ,,ის ცემეს მაშინ, როცა ჩემთან მოდიოდა. გზად მისი მანქანაც დაცხრილეს. მან ჩემთან ერთად გამგზავრება მთხოვა. მე ის დონეცკში სამკურნალოდ გავუშვი“.

იანუკოვიჩის განმარტებით, ასეთივე ექსცესებს ჰქონდა ადგილი სხვა ოფიციალური პირების მიმართაც.

,,ყველაფერი, რაც ახლა პარლამენტში ხდება - ეს ბანდიტიზმია. ეს ოპოზიცია კი არა, ბანდიტები არიან და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც რადაში ღებულობენ, უკანონოა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ის არ აპირებს არცერთ იმ კანონის ხელმოწერას, რომელიც რადამ მიიღო ,,და არც გადავდგები“, - განაცხადა იანუკოვიჩმა.

მისივე თქმით, ის უკრაინაში რჩება და არსად გამგზავრებას არ აპირებს, ,,მე კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვარ და მე საერთაშორისო საზოგადოებამ უსაფრთხოების გარანგიები მომცა“.

მან ამ გარანტიების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენა და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ხარკოვში იმყოფება და ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთით გეგმავს გადაადგილებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42