პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ გუშინდელი მოლაპარაკებების შედეგი, მაქსიმუმია იქიდან, რაც შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო, იანუკოვიჩს თავიდან უფლებამოსილების შემცირება აბსოლუტურად არ უნდოდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისას იანუკოვიჩი არაერთხელ გავიდა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან სასაუბროდ.
„ეს დინამიური სიტუაცია იყო, რომლის დროსაც მან შეხედულება შეიცვალა. შევძელით ის დაგვერწმუნებინა იმაში, რაზეც ის თავიდან აბსოლუტურად უარზე იყო, კერძოდ კი - თავისი ყფლებამოსილების შეკვეცაზე“, - თქვა სიკორსკიმ. მისი თქმით, საუბრისას იანუკოვიჩმა თქვა, რომ რუსეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა.
„გარკვეულ მომენტში, ის გაფითრდა. ეს მისთვის ძალიან დაძაბული დროა“, - დასძინა პოლონელმა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






