მეცნიერებმა რამდენიმე მიზეზი ამოხსნეს - რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს
ეს საინტერესოა - 00:35, 21 Feb, 2014     4330

,,რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე უფრო დიდხანს?”- ამ კითხვას მეცნიერები საუკუნეების განმავლობაში სვამდნენ და მოცემულ საკითხზე სხვადასხვა კუთხით მუშაობდნენ. მიუხედავად ამისა, დასაბუთებული მოსაზრება ქალებისა და კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

ერთ-ერთი ბოლო კვლევა ტოკიოს სამედიცინო-სტომატოლოგიურ უნივერსიტეტში პროფესორმა კატსუიკი კიროკავამ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს. 20-დან-90 წლამდე ასაკის 356 ჯანმრთელი ქალისა და მამაკაცის სისხლის ნიმუშების შესწავლამ აჩვენა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცებში, იმუნური სისტემის სხვადასხვა მაჩვენებლის დონე უფრო მეტად მცირდება, ვიდრე ქალებში. კერძოდ, საუბარია T- და B-ლიმფოციტების, ლეიკოციტებისა და 2 სახის ციტოკინის შემცველობაზე.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა იმუნური სისტემა გაცილებით ბრძოლისუნარიანია ინფექციების წინააღმდეგ. მამაკაცებში იმუნური სისტემის შედარებით სწრაფი “დაბერების” გამო კი, იზრდება სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი, რაც ამცირებს მათ სიცოცოხლის ხანგრძლივობას.

იმუნური სისტემის აღნიშნული მაჩვენებლების ასაკობრივი ცვლილებები გავლენას ახდენს ქალისა და მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და ადამიანის რეალურ ბიოლოგიურ ასაკს ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ ვეტერინარულ სამეფო კოლეჯში თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმაც ანალოგიური შედეგები აჩვენა.

მინოსეტისა და ლანკასტერის უნივერსიტეტის მეცნიერები კი ქალისა და მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობის საკითხზე საუბრისას არგუმენტად ტირილს ასახელებენ. მათი თქმით, ტირილი ქალბატონებს სტრესის ადვილად გადატანაში ეხმარება.

მეცნიერები ასაბუთებენ, რომ ადამიანების 89% ტირილის შემდეგ შვებას გრძნობს. ემოციური დაძაბულობისგან გამოწვეულ ცრემლებთან ერთად ორგანიზმიდან ის ნივთიერებები გამოიდევნება, რომლებიც სტრესს პროვოცირებას უწევენ. აღმოჩნდა, რომ ტირილისას ადამიანი ღრმად სუნთქვას იწყებს, ეს კი ორგანიზმში კორტიზოლის (სტრესის განმავითარებელი ჰორმონი) დონის შემცირებას უწყობს ხელს.

ტირილისგან თავის შეკავებისა და ემოციების გაკონტროლების გამო კი მამაკაცებში სტრესის ჰორმონები იზრდება, რაც მწვავე გულ–სისხლძარღვთა დაავადებათა გამომწვევია. ეს ყველაფერი კი ქალისა და მამაკაცის სიცოცხლისუნარიანობის თანაფარდობასთან დაკავშირებულ კითხვას სცემს პასუხს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42