ობამა სირიისა და უკრაინის მოვლენებში, რუსეთის გავლენას მკაცრად აკრიტიკებს
მსოფლიო - 18:02, 20 Feb, 2014     2147
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიისა და უკრაინის მოვლენებში, რუსეთის გავლენას მკაცრად აკრიტიკებს და უკრაინასა და სირიაში თავისუფლების უპატივცემულობაში ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებს.
"ამ სიტუაციაში ერთი ქვეყანა რუსეთის სატელიტ სახელმწიფოს წარმოადგენს, მეორის ხელისუფლებაზე კი რუსეთი გავლენას ახდენს. ამ ქვეყნების მცხოვრებლებს კი თავიანთი ქვეყნების მომავალი სულ სხვანაირად წარმოუდგენიათ.
უკრაინელები და სირიელები აცნობიერებენ თავიანთ თავისუფლებას - ესაა გამოხატვის, შეკრების თავისუფლება; სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები - ეს ის ფუნდამენტური უფლებებია, რომლებიც ყველას სურს ჰქონდეს.
ჩვენ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მხარესთან. იანუკოვიჩსა და უკრაინის მთავრობას ხაზგასმით ვეტყვით, რომ მათი უპირველესი მოვალეობაა იმ საზარელი ძალდობის აღკვეთა, რაც კიევში ვნახეთ. მათ უნდა გაიყვანონ სამართალდამცველები ქუჩებიდან, ითანამშრომლონ ოპოზიციასთან, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და ადამიანის ღირსება“, - აცხადებს ბარაკ ობამა.
აშშ-ს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინს ძირითად თავისუფლებაზე სხვაგვარი ხედვა აქვს,- „ვფიქრობ, ეს საიდუმლო არ არის. ჩვენი მიზანი არ არის განვიხილოთ ეს მოვლენები ცივი ომის ჭადრაკის დაფად, სადაც რუსეთს ვეჯიბრებით. ჩვენი მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელი ხალხი თავად იღებს გადაწყვეტილებებს თავისი მომავლის შესახებ. ჩვენი მიზანია დაგარწმუნოთ, რომ სირიის მოსახლეობას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება ბომბების გარეშე. ვიმედოვნებ, რომ რუსეთი მიხვდება, აუცილებელია იგივე ღირებულებების და ინტერესების ქონა. ახლა ჩვენ ძალიან ძლიერი უთანხმოებები გვაქვს“, - განაცხადა ობამამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42