უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკვე უნდა ითხოვდეს არა სანქიცებს, არამედ ჰააგის ტრიბუნალს იანუკოვიჩისთვის.
ამის შესახებ ნათქვამია ტიმოშენკოს წერილში, რომელიც დღეს საღამოს კიევში ევრომაიდანზე იქნა წაკითხული.
,,მოგიწოდებთ, ჩამოაყალიბოთ ევრომაიდანის დელეგაცია, რომელიც უნდა იყოს წარგზავნილი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ხვალინდელ შეკრებაზე, სადაც განხილული იქნება საკითხი ძალადობაში ბრალდებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქიცების შემოღებასთან დაკავშირებით.
მართალია, სანქციების შემოღების მოთხოვნა არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული ნაბიჯია, რადგან ამით შეუძლებელია შეჩერებულ იქნას ტერორის მასშტაბები“, - აცხადებს ექსპრემიერი.
ტიმოშენკოს აზრით, დღეს უკრაინა უნდა ითხოვდეს იანუკოვიჩის წინააღმდეგ ჰააგის ტრიბუნალს.
,,ერთადერთი სამართლებრივი გზა, ევროპულ სასამართლოში, იანუკოვიჩის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, არის მოქალაქეების მიმართვა, რომლებიც დაზარალდნენ არსებული რეჟიმის აგრესიისგან. გარდა ამისა, ევრომაიდანის დელეგაციამ უნდა მოითხოვოს, დაუყოვნებლივი ჩამოსვლა კიევში ევროპის სასამართლო ექსპერტების და მათი მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობების დაფიქსირება“, - ხაზს უსვამს ტიმოშენკო.
მასალის გამოყენების პირობები






