ინფორმაციას "რია ნოვოსტი" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
"სერგეი ლავროვმა დაადასტურა რუსეთის თანმიმდევრული პოზიცია უკრაინაში კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ ფარგლებში, ქვეყნის ხელისუფლების კომპეტენციის ფარგლებში. ლავროვმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, გამოიყენენ საკუთარი ყოველდღიური კონტაქტები ოპოზიციასთან უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, დაიცვან მიღწეული შეთანხმებები და მოახდინონ დისტანცირება რადიკალური ძალებისგან, რომლებმაც გააჩაღეს სისხლიანი არეულობები და რომლებიც არსობრივად, სახელმწიფო გადატრიალების გზაზე დგანან", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






