კარლ ბილდტი - პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელები სისხლითაა მოთხვრილი
მსოფლიო - 20:51, 19 Feb, 2014     2464
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ არა რუსეთის მხრიდან მუქარა, დღეს უკრაინა ევროპის გზაზე იქნებოდა. ბილდტის წერს, რომ უკრაინელ ხალხს დემოკრატია, რეფორმები და ევროინტეგრაცია სურს, მაგრამ მათ სურვილს რუსეთი დაუპირისპირდა, რომელსაც უკრაინის ევროპის ნაწილად გადაქევა არ სურს. ”მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და რეალურ მიზეზებზე ვისაუბროთ. გასულ ზაფხულს რუსეთმა ცალსახა ზეწოლა განახორციელა უკრაინაზე და ძალის გამოყენებით ქვეყანას არჩეული კურსი შეაცვლევინა. სასტიკი სავაჭრო ბარიერები შეუქმნა და ღიად დაემუქრა. რასაც უკრაინის მერყევმა მთავრობამ ვერ გაუძლო და დანებდა. დანებება კი უკრაინელმა ხალხმა ღალატად აღიქვა. ისინი უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ. მოსკოვის მხრიდან მუქარა, რომ არა უკრაინა დღეს დიდი ალბათობით უკეთესი მომავლის გზაზე იქნებოდა. თუმცა ძლევამოსილ ძალებს არ სურდათ უკრაინა ევროპის ნაწილად ეხილათ და უკრაინის ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების დახოცვაზე პასუხი სწორედ აქ უნდა ვეძიოთ, სწორედ აქ იმალება უდიდესი სიცრუე”, - წერს ბილდტი სპეციალურ წერილში, რომელიც შემდეგნაირად დაასათაურა: „ევროპაში ბნელი დღე დადგა“. ბილდტი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სისხლისღვრის შეჩერება შეეძლო. ”პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელები სისხლითაა მოთხვრილი და ვშიშობ, რომ გზა რომელიც მან აირჩია კიდევ უფრო მეტ ტანჯვასა და ძალადობას მოიტანს. ის ერთადერთი იყო, ვისაც მკვლელობების შეჩერება შეეძლო, ამისათვის დემოკრატიული ოპოზიციისთვის ხელის გაწოდება იყო საჭირო. გაშლილი ხელის ნაცვლად კი ჩვენ მუშტი დავინახეთ”,- აღნიშნავს ბილდტი. მიუხედავად იმისა, რომ ბილდტი ფიქრობს უკრაინაში ბნელი ეპოქა დგება, მაინც იმედოვნებს, რომ უკრაინელი ხალხის ევროპული ოცნება გაიმარჯვებს და ქვეყანა დემოკრატიულ კურსს დაუბრუნდება. ”ვშიშობ უკრაინაში ბნელი ეპოქა დგება. ქვეყანაში კრიზისი უფრო გრძელი და ღრმა იქნება და ეს მე ძლიერ მაშფოთებს. ჩვენ მზად ვართ უკრაინას ეკონომიკური დახმარება გავუწიოთ და რეფორმებში დავეხმაროთ. რაც ხდებოდა და ხდება უკრაინაში ყველა საშინელებასთან ერთად არის ევროპული ოცნების დემონსტრაცია. ევროპისა რომელიც მშვიდობის, თავისუფლებისა და თანამშრომლობის სიმბოლოა. ადრე თუ გვიან, ის უკრაინაშიც იზეიმებს”,- წერს ბილდტი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42