ვანო მერაბიშვილი მის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება
სამართალი - 12:06, 18 Feb, 2014     2942

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილს განაჩენს გამოეხმაურა.

მერაბიშვილის თქმით, ის თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ ქუთაისში მისი დაცვის განხორციელება უაზრო იყო.

“მე თავიდანვე ვიყავი განწყობილი და ადვოკატებს ვარწმუნებდი, ქუთაისში ჩემი დაცვის განხორციელების უაზრობაში. გუშინ ქუთაისში სასამართლოს თავზე თეთრი ალამი აღიმართა. იმ ფონზე, როცა თეთრი ალამია აღმართული ქუთაისში, დღეს ვიმყოფები თბილისის სასამართლოში, ეს ნაწილობრივ მაინც ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. მესმის, რომ თქვენ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებით, განიცდით სერიოზულ ზეწოლას. ვიმედოვნებ, რომ ჩემს ადვოკატებს მიეცემათ საშუალება, ჩემი უდანაშაულობა დაასაბუთონ. იმედი, მაქვს, რომ დარჩა თუნდაც ეს შენობა, რომელიც ივანიშვილის საკუთრება ჯერ არ გამხდარა”, - განაცხადა მერაბიშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მერბიშვილის ე.წ. 26 მაისის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა განახლდა.

პროცესზე დაიკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები. დაგეგმილია შინაგან საქმეთა ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის შოთა ხიზანიშვილის და ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის დაკითხვა. ასევე დღევანდელ პროცესზე დაიკითხება ბაჩო დოლიძე, რომელიც 2011 წელს მერიის პრეს-სპიკერის თანამდებობას იკავებდა და ირაკლი ფირცხალავა, რომელიც შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. საქმის განხილვას ეწსრება ვანო მერაბიშვილიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42