ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სამართალი - 12:01, 18 Feb, 2014     1267

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის ხელმძღვანელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნენ, შპს "თექ-ევ ინშაათის" დირექტორი ჰალილ ექში და ტექნიკური დირექტორი გიორგი ოდიშვილი, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისებაში დახმარებისათვის, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიცემულია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მმართველი მედეა ჩარკვიანი და სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველი ილია ზაქარიაძე.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,თექ-ევ ინშაათს" სსიპ ,,ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრისათვის" უნდა შეესრულებინა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის შენობის 1 163 226,28 ლარის ღირებულების სარეკონსტრუქციო - სარემონტო სამუშაოები.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ არ იქნა მოწყობილი თეატრის განათების, გახმოვანებისა და კონდიცირების სისტემები. მიუხედავად ამისა, ყალბი სამუშაოთა აქტების ფორმა N2 საფუძველზე, სამუშაოები შესრულებულად იქნა მიღებული.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი არ ფუნქციონირებს ერთ წელზე მეტია და მის ექსპლუატაციისთვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანას დღეისთვის 300 000 ლარზე მეტი თანხა ესაჭიროება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილი "ბ" პუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42