უფლებადამცველთა გაერთიანება მარინა ბერიძის წინააღმდეგ
სამართალი - 11:34, 18 Feb, 2014     2612

,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ ამ დღეებში ფინანსურ პოლიციაში შეიტანს იმ დოკუმენტების ნუსხას რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ სხვადასხვა კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეხება რომლებთან 2009 დან 2014 წლამდე საქართველოში კონცერტებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება ევალებოდათ, რის შემდეგაც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის დირექტორს მარინა ბერიძეს და შოუბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს ფინანსურ პოლიციაში მოუწევთ ახსნა განმარტებების მიცემა აღნიშნულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: ,,ხელშეკრულებები ძირითადად ერთი და იგივე კომპანიებთან ფორმდებოდა, ესენი გახლდათ ,,ალტერ ვიჟენი’’, ,,არტ ფორუმი’’, ,,ზუმბა–ლენდი’’, ,,სტეპ რეკორდს სტუდიო’’, ,,ბიზნეს პროტოკოლ პლიუსი’’ და ერთიდაიგივე მომღერალთა ჯგუფი რომლებიც წინა ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული პერსონები გახლდნენ. ამ ხელშეკრულებების გაფორმება იყო გაუმჭირვალე, ვინაიდან კონცერტებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით არ ტარდებოდა ტენდერები, არ ხდებოდა ფასთა კვოტირება თუ საიდან ხდებოდა გამოთვლა კონკრეტულად რა ჯდებოდა ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარება და უმრავლეს შემთხვევაში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხდებოდა ამ ხელშეკრულებების გაფორმება. ხელშეკრულებებს არ ახლავს ხარჯთაღრიცხვა , რის საფუძველზე დგებოდა ხელშეკრულების ფასი, უმრავლეს შემთხვევაში არ ხდებოდა მიღება– ჩაბარების აქტების გაფორმება და თუ კი ხდებოდა მათ არ ახლდა ხარჯთაღრიხვა თუ კონკრეტულად რაში გაიხარჯა სახელმწიფოს მიერ გადარიცხული თანხები.

ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა ევალებოდა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის დირექტორს მარინა ბერიძეს, რომლის მეშვეობითაც ნაწილდებოდა თანხები თუ სად და რომელ ჯგუფთან უნდა წასულიყო თანხები. ,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’ მოიძია რამდენიმე მიღება ჩაბარების აქტი, სადაც მარინე ბერიძე აწერს ხელს და აღნიშნულ მიღება ჩაბარების აქტს თან არ ახლავს ხარჯთაღრიცხვა და შესრულებული სამუშაოებისა და მათი ღირებულების ჩამონათვალი. აღნიშნული გარიგებები არის გაუმჭირვალე და შეიცავს კორუფციული გარიგებების ნიშნებს. თუ რატომ ეძლეოდა ერთიდაიგივე კომპანიებს და მომრერლებს ყოველგვარი ტენდერის და შერჩევის გარეშე პრიორიტეტი თანხების გადაცემის საკითხში. რა თქმაუნდა ამ სქემაში მარტო მარინე ბერიძის მონაწილეობა არ მოხდებოდა და აქ სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართული.

სამწუხაროდ იგივე ტრადიცია ოდიშარიას უწყებაშიც გრძელდება რისი დასტურია საახალწლო კონცერტი როდესაც კულტურის სამინისტრომ ასევე გაუმჭირვალედ გადარიცხა თანხები კონცერტის ორგანიზებისათვის თბილისის მერიასთან ერთად. კონცერტში რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართა კულტურის სამინისტრომ 231 625 ლარი დახარჯა, ხოლო საახალწლო ღონისძიებებში თბილისსა და რეგიონებში 286 902 ლარი. ეს ინფორმაცია გუშინ კულტურის სამინისტროდან მოგვაწოდეს, მაგრამ ჩვენს მოთხოვნაზე გადმოეცათ ასევე ხარჯთაღრიცხვევბი და ხელშეკრულებები მომღერლებთან უპასუხოდ დარჩა.

,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ მოუწოდებს ფინანსურ პოლიციას გამოიძიოს თანხების გაცემასთან დაკავშირებით მიწოდებული დოკუმენტაცია და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს 2009–2014 წლებში გაცემულ თანხებთან დაკავშირებით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42