საქართველოს პროკურატურა ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 15:15, 17 Feb, 2014     2181

დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო ბინის (კერძო საკუთრების) ხელშეუხებლობის დარღვევაში, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ორ ეპიზოდში და ამომრჩევლის მოსყიდვაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით და 164 პრიმა მუხლით.

ასევე, სასამართლომ გადააკვალიფიცირა ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი გულგრილობისთვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 342-ე მუხლით.

საზოგადოებას შევახსენებთ თუ რა ბრალდებებები ჰქონდა წარდგენილი ივანე მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს, რაზედაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. კერძოდ:

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, 2009 წლის მაისში უკანონოდ დაიკავა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ კვარიათში მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებული აგარაკი, სადაც იგი ისვენებდა მის ოჯახის წევრებთან ერთად. გარდა ამისა, მან მეტი კომფორტის შესაქმნელად აგარაკი გაარემონტა სახელმწიფოს ხარჯზე, აგარაკის მოსავლელად დაიქირავა დამხმარე პერსონალი, რა მიზნითაც, პირადი მოტივით ივანე მერაბიშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 157 669,3 ლარი.

ასევე, 2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი ბაზის შექმნა, სწორედ ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პროგრამის ნიღბად გამოყენებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ამომჩეველთა მოსასყიდად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა შეიმუშავა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელება დაევალათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს და „სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს.

2012 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის“ პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულებები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ 21 837 პირთან. ხელშეკრულებები იყო თვალთმაქცური, ვინაიდან მათი გაფორმება მიზნად ისახავდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხებით ამომრჩეველთა მოსყიდვას.

ამ გზით, ივანე მერაბიშვილის მიერ გაფლანგული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი 5 240 880 ლარი.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ივანე მერაბიშვილის ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით, იგი ცნო დამნაშავედ ხსენებულ ბრალდებებში და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ივანე მერაბიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით.

ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილის სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისთვის განუსაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, სასამართლომ ივანე მერაბიშვილს მოუხსნა სსკ-ის 332-ე მუხლით, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს სსკ-ის 182-ე და 164 პრიმა მუხლებით წარდგენილი ბრალდებები, რა ნაწილშიც ბრალდების მხარე განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო წესით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42