პროკურატურა ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის ბრალის კვალიფიაციის შეცვლას და მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდებას გაასაჩივრებს.
საქმის პროკურორის განმარტებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ჭიაბერაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივ გულგრილობას, რაც განაჩენის ჩაბარების შემდეგ, მოტივაციის მიხედვით გასაჩივრდება.
რა შეეხება ვანო მერაბიშვილის განაჩენს, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ამ შედეგს ელოდა.
"ჩვენ ამას ველოდებოდით გამომდინარე იქიდან, რომ მერაბიშვილთან დაკავშირებით წარდგენილი იყო ძალიან ბევრი და მყარი მტკიცებულებები. ეს იყო კვალიფიციურად გამოძიებული საქმე, სასამართლოში პროცესი შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მიმდინარეობდა და სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულბების საფუძველზე გამოიტანა", - განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






