თბილისის უფლებაშეწყვეტილი მერი გიგი უგულავა ქუთაისის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების ფაქტს გამოახმაურა.
უგულავას თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან.
„ეს არის მართლმსაჯულების სირცხვილი. ამას მართლმსაჯულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის შურისძება. ივანიშვილი შურს იძიებს მერაბიშვილზე. როდესაც მერაბიშვილს ასამართლებენ რაღაც ბინის რემონტზე ეს არის ქვეყყნის, მთავრობის და პირადად ივანიშვილის სირცხვილი. ესეთი უზნეობა პირადად ივანიშვილს და მის ხელდასმულ მარიონეტულ მთარვობას ბუმერანგივით დაუბრუნდება უკან,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
შსს-ს ექს-მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასამართლომ ე.წ. დასაქების პროგრამის საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ხოლო ზურაბ ჭიაბერაშილს 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა.
მასალის გამოყენების პირობები






