საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა არ ეთანხმება. საქმის პროკურორის, რევაზ ნადოის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი გასაჩივრდება თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
"დიდი ალბათობით აღნიშნული გადწყვეტილება გასაჩივრდება. დღევანდელი გადაწყვეტილების და სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების შესახებ. სასამართლოს დღევანდელ გადწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმებით", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია საქალაქო სასამართალომ მხოლოდ მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა, დანარჩენ ნაწილებში კი იგი დამნაშავედ სცნო და სამი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, ექსპრეზიდენტმა ახალაია შეიწყალა. პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ახალაია გამართლდა.
მასალის გამოყენების პირობები






