როგორც ცნობილი გახდა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისიხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის საფუძველეზე, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდებას.
„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოგიწოდებთ, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად გამჭირვალედ და მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში, რადგან გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურებოდეს, ამასთან „ჯეოსელი“ წარმოადგენს ერთ-ერთ ცნობად და მნიშვნელოვან ფიჭურ კავშირგაბმულობის კომპანიას საქართველოში და გასათვალისწინებელია მასთან დაკავშირებული საზოგადობის მაღალი ინტერესი.
მასალის გამოყენების პირობები






