თბილისში, ნაძალადევის რაიონში მცხოვრები დავით ხერხეულიძე პოლიციას შანტაჟსა და მუქარაში ადანაშუალებს.
მისი თქმით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა უცხო პირმა ის გუშინ უმიზეზოდ დააკავა.
როგორც მოქალაქე ამბობს, მას გლდანის-ნაძალადევის მეცხრე განყოფილების უფროსი მამუკა ბოხუა და და მისი მოადგილე გიორგი ალადაშვილი ესაუბრნენ.
ხერხეულიძის მტკიცებით მას იარაღის და ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებოდნენ, თუ პოლიციის მითითებებს არ შეასრულებდა.
მისივე თქმით, სამართალდამცველები მისგან ითხოვდნენ მონაცემებს იმის შესახებ, თუ ვინ არის უბანში მომხმარებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ.
გლდანის-ნაძალადევის მეცხრე განყოფილების უფროსი მამუკა ბოხუა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ხერხეულიძის ბრალდებებს უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






