ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ. ამის შესახებ "ალია" წერს.
საქმე ეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან პროკურატურაში გადაგზავნილ საქმეებს. გაზეთის ცნობით, ერთ-ერთი საქმე ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის და შსს-ს ექს მინისტრის ვანო მერაბიშვილის კანონდარღვევას ეხება, რაც გულისხმობს საქართველოს ბუფერულ ზონებში სხვადასხვა ფირმისთვის ობიექტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას და ასევე ბუფერულ ზონებში მიწის ნაკვეთების გასხვისებას.
„ალიამ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროდან პროკურატურაში გადაგზავნილი საქმეები გამოითხოვა.
რეგიონული განვითარებისა სამინისტროდან მოწოდებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 10 ოქტომბერს კირკიტაძემ მერაბიშვილს მისწერა: 2009 წლის 18 თებერვალს N104 განკარგულებით საქართველოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, რომლებზეც ხორციელდება რეკონსტრუქციული-მოდერნიზაციის სამუშაოები, შეზღუდულია მიწის ნაკვეთების გასხვისება და სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ თბილისი წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დამტკიცებულია პროექტი, რომელიც უვე ახორციელებს მშენებლობას... ანუ კირკიტაძემ მერაბიშვილს სთხოვა, რომ აკრძალულია მშენებლობა და იქნებ მაინც დაუშვათო. მერაბიშვილმა უპასუხა, რომ N104 განკარგულებიდან აკრძალვა ამოიღეს. ამ გზით კირკიტაძემ მერაბიშვილის დახმარებით კერძო ფირმებს ნება დართო აეშენებინათ ობიექტები სხვადასხვა მინიციპალიტეტებში...“ - წერს „ალია“.
მასალის გამოყენების პირობები






