თბილისის საქალაქო სასამართლო ტარიელ ფოცხვერიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 09:22, 13 Feb, 2014     2081

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2014 წლის 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებული პირების - ტარიელ ფოცხვერიას, თორნიკე ჯიშკარიანის, ილია სახელაშვილის, რეზო ხარძიანის, ნიკოლოზ ბაციაშვილისა და ლევან ხერხაძის მიმართ. სასამართლომ ბრალდებული ლევან ხერხაძე უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა, ხოლო ყველა სხვა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ, თუმცა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასებისა და საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბრალდებულები სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. კანონიერი ქურდობისათვის ბრალდებულ ტარიელ ფოცხვერიას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულებს- თორნიკე ჯიშკარიანს, ილია სახელაშვილს, რეზო ხარძიანსა და ნიკოლოზ ბაციაშვილს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლო სხდომის დარბაზში ბრალდებულთა და მათი ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო დარბაზის დატოვებისას, სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთმა პირმა - ბიძინა ჯიშკარიანმა დაარღვია წესრიგი და სასამართლოს მიმართ გამოხატა აშკარა და უხეში უპატივცემულობა, კერძოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს, რის გამოც ბიძინა ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განკარგულებით დაჯარიმებულ იქნა 300 ლარის ოდენობით", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42