უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ევგენი პერებიინისი არ გამორიცხავს იმ უკრაინელის საქმის გადაკვალიფიცირებას, რომელიც სავარაუდოდ ცდილობდა აეძულებინა თურქული ავიახახების ეკიპაჟი სტამბულის ნაცვლად სოჭში გაფრენილიყო.
„რაც შეეხება სასჯელს, რომელიც მას ემუქრება , ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა ბრალდებეს წაუყენებენ და რა მუხლებით . ამჟამად, ის ეჭვმიტანილია სატრანსპორტო „საშუალების გატაცების მცდელობის მუხლით“. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს რომ გამოძიების მსვლელობის პროცესში ეს გადაკვალიფიცირდეს “-თქვა პერებიინისმა .
მან აღნიშნა, რომ გამოძიებას თურქული სამართალდამცავები აწარმოებენ, თუმცა, შესაბამისად, საქმე უკრაინული მხარის მიერაც არის აღძრული.
თურქული ავიახაზების Pegasus Airlines ხარკოვი-სტამბულის რეისის მგზავრი წინა პარასკევს ცდილობდა ეკიპაჟის იძულებას თვითმფრინავი სოჭისკენ მიემართა . უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის თქმით მამაკაცი ფრენისას ცდილობდა პილოტების კაბინაში შევარდნას და თვითმფრინავის სოჭისკენ მიტრიალებას, ასევე კიევის ქუჩებში შეტაკების შედეგად დაკავების გათავისუფლებას მოითხოვდა და იმუქრებოდა თვითმფრინავის აფეთქებით. ინცინდენტის ამოწურვის შემდეგ თვითმფრინავის 110 მგზავრი სტამბულის აეროპორტში მშვიდობიანად დაჯდა.
მასალის გამოყენების პირობები






