შსს-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 4 პირი დააკავა
სამართალი - 09:30, 11 Feb, 2014     1709

საქართველოს შინაგან საქმეთა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტზე დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სამმართველოს უფროსი დავით ქავთარაძე, შპს “ტომატოს” დირექტორი ალექსანდრე ილაშვილი, ამავე შპს-ს ბიზნეს პარტნიორი ალესანდრე რობაქიძე და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ფიზიკური პირი ადალეთ ბაირამოვი.


გამოძებამ დაადგინა, რომ დავით ქავთარაძე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა და უპირატესობას შპს „ტომატოს“ წარმომადგენლებს ალექსანდრე რობაქიძესა და ალექსანდრე ილაშვილს ანიჭებდა. იგი შპს „ტომატოს“ საექსპორტოდ გასატან ტვირთებზე ფიტოსანიტარიულ სერთიფიკატებს ყოველგვარი შემოწმებისა და დათვალიერების გარეშე გასცემდა. ქავთარაძე აღნიშნულის სანაცვლოდ შპს„ტომატოს“ წარმომადგენლებისგან გარკვეულ თანხას იღებდა.


თავის მხრივ, შპს “ტომატოს” წარმომადგენლები ფიზიკურ პირთან, ადალეთ ბაირამოვთან წინასწარი შეათანხმებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისათვის წარმოშობის ქვეყნის შეცვლის მიზნით, აყალბებდნენ ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტაციას საბაჟო ორგანოებში წარადგენდნენ.


გამოძიება დავით ქავთარაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც ითვალისწინებს თავისუფლებისაღკვეთას ვადით 3 წლამდე), ხოლო ალექსანდრე ილაშვილის, ალესანდრე რობაქიძის და ადალეთ ბაირამოვის მიმართ გამოძება ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42