ფოტოგრაფი გაილს კლარკი შემზარავი სიმართლის წინაშე აღმოჩნდა. მან ნახა, თუ როგორ ექცევიან დამნაშავეებს კუბის პატარა ქალაქ ელ-სალვადორში. პატიმრებს ამ ქალაქში დანაშაულის სიმძიმის განურჩევლად ტირანულად ეპყრობიან. გისოსებიან საკანში ათეულობით პატიმარია თავმოყრილი.
ფოტოგრაფი ამ შემზარავ სცენას ელ-სალვადორის გარეუბანში შეესწრო. მან გადაწყვიტა, პატიმრების გულისტკივილი მსოფლიოსთვის გაეზიარებინა და მათი მდგომარეობა ფირზე აღბეჭდა. გაილსმა ფოტოსერიას ,,ელ-სალვადორის ჩაკეტილები“ უწოდა.
გაილსმა ჩაკეტილი პატიმრები ელ-სალვადორის იზოლირებული გარეუბნების დათვალიერებისას აღმოაჩინა. მან ერთ-ერთ პოლიციელს დამატებითი ინფორმაციის მოწოდება სთხოვა. როგორც თავად ამბობს, ის გააოცა ასაკის, მდგომარეობისა და დანაშაულის სიმძმის აღრევამ.
,,აქ იყვნენ თინეიჯერები, მოხუცები, ავადმყოფები… მამაკაცები ერთმანეთში ირეოდნენ. დიახ, ისინი ნამდვილად ჰგავდნენ ცხოველებს,“ – ამბობს ფოტოგრაფი და ამაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს.






მასალის გამოყენების პირობები






